რუსეთმა სირიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილზე საჰაერო იერიში მიიტანა

რუსეთმა სირიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილზე საჰაერო იერიში მიიტანადღეს დილით რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებმა სამხრეთ-დასავლეთ ნაწილზე საჰაერო იერიში მიიტანეს. აღნიშნული ტერიტორია გეოპოლიტიკურად ყველაზე კომპლექსური და ფეთქებადსაშიში რეგიონი იყო შვიდწლიანი ომის განმავლობაში.
საინფორმაციო სააგენტო, Deutsche Welle – ს ინფორმაციით, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ბრძოლების ესკალაცია იორდანიას დესტაბილიზაციით ემუქრება, ხოლო ათასობით მშვიდობიან მოქალაქეს საცხოვრებლი ადგილის დატოვებით.