საბერძნეთში 5.5 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა

საბერძნეთში 5.5 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდასაბერძნეთში პელოპონესის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში 5.5 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა. აშშ-ს გეოლოგიური ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ მეტონიდან 26 კილომეტრში იყო.
ინფორმაცია ნგრევაზე ან დაშავებულებზე ჯერჯერობით არ გავრცელებულა.