საკუთარ კაბინეტში აფეთქებული ზვიად ლაგვილავას ოჯახი სუს-ს ფარულ თვალთვალში ადანაშაულებს

საკუთარ კაბინეტში აფეთქებული ზვიად ლაგვილავას ოჯახი სუს-ს ფარულ თვალთვალში ადანაშაულებსსაკუთარ კაბინეტში აფეთქებული სუს-ის აფხაზეთის მიმართულების ხელმძღვანელის, ზვიად ლაგვილავას ოჯახი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ფარულ მიყურადებასა და თვალთვალში ადანაშაულებს.

ზვიად ლაგვილავას დედის მტკიცებით, ვახტანგ გომელაურსა და მისი თანამშრომლებს გარდაცვლილის ოჯახის დაშინება სურთ.

ზვიად ლაგვილავას ოჯახის ინფორმაციით, სუს-ის აფხაზეთის მიმართულების ხელმძღვანელი შურისძიების მიზნით მოკლეს.

მკვლელობის შემკვეთად ოჯახი სუს-ის მაღალჩინოსნებს ასახელებს და ამ დანაშაულში სამეგრელოს მოქმედი გუბერნატორის, ლევან შონიას კვალს ხედავს.

ზვიად ლაგვილავას ექსპერიტიზის დასკვნაში ოჯახმა ბევრი უზუსტობა აღმოჩინა, მათ შორის, ცხედარის ექსპერტიზაზე გადასვენების დრო არასწორად არის მითითებული.

გამოძიების ოფიციალური ვერსიით, ზვიად ლაგვილავა უბედური შემთხვევის შედეგად შენობის ჩამონგრევას ემსხვერპლა, თუმცა ოჯახი დარწმუნებულია, რომ ზვიად ლაგვილავა ჯერ მოკლეს, შემდეგ უბედური შემთხვევის ინსცენირება მოახდინეს.

ოჯახს მომხდარის შემდეგ ხელში კიდევ ერთი მტკიცებულება ჩაუვარდა, შენობის აფეთქებამდე, სადაც ლაგვილავას ცხედარი იპოვეს, მის ოთახში უცხო პირი გადაადგილდებოდა. 16-საათიან მასალაში ჩანს, რომ უცხო პიროვნება კაბინეტში საეჭვოდ იქცევა.

ზვიად ლაგვილავა ზუგდიდის უსაფრთხოების სააგენტოს მეორე სამმართველოს შენობაში საკუთარ სამუშაო კაბინეტში 2014 წლის ოქტომბერში აფეთქდა. პირველივე ვერსია უბედური შემთხვევა და წყლის ავზის გაუმართაობა იყო. განცხადება ამის შესახებ იმავე ღამეს გამოძიების დაწყებამდე ადგილზე ჩასულმა მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ გომელაურმა გააკეთა.

მომხდარიდან 4 წლის შემდეგ კი გარდაცვლილის ოჯახი სამართალს და რეალური დამნაშავის დასჯას ითხოვს.

რუსთავი 2