საქართველოში ტემპერატურა +43 გრადუსს მიაღწევს

საქართველოში ტემპერატურა +43 გრადუსს მიაღწევსგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 ივნისიდან 4 ივლისამდე საქართველოში მაღალი ტემპერატურა ნარჩუნდება.

30 ივნისიდან 4-ივლისამდე, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ,ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლებელოა , +40, +43 გრადუსს მიაღწიოს.

დასავლეთ საქრთველოში, ჰაერის ტემპერატურა +32, +37 გრადუსი ფარგლებშია მოსალოდნელი.

თბილისში კი ჰაერის ტემპერატურა +38, +40 გრადუსი იქნება.

ნიუპოსტი