სერჟ სარგსიანის ძმამ, ლევონ სარგსიანმა, სომხეთის ბიუჯეტში 1,6 მილიონი დოლარი დააბრუნა

სერჟ სარგსიანის ძმამ, ლევონ სარგსიანმა, სომხეთის ბიუჯეტში 1,6 მილიონი დოლარი დააბრუნაკომპანიამ JL Pro Project Company, რომელიც სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის ძმას, ლევონს სარგსიანს ეკუთვნის, სახელმწიფოს ბიუჯეტს დანაკარგი აუნაზღაურა და 1,6 მილიონი აშშ დოლარი დააბრუნა.

“სისხლის სამართლის საქმე, კომპანიის წინააღმდეგ, 2018 წლის 2 მაისს და 18 ივნისს, გადასახადების გადაუხდელობის შესახებ ეჭვის გაჩენის გამო აღიძრა”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიების მსვლელობისას გაირკვა, რომ 2013-2017 წლებში კომპანია მრავალფუნქციურ შენობას აშენებდა. იმ პერიოდში კი ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტში 7 ათასი აშშ დოლარი შევიდა, როდესაც ვალების საერთო რაოდენობა 306 ათასი აშშ დოლარი იყო. გარდა ამისა, JL Pro Project Company მალავდა გადასახადებს. 2016 წლის პირველ ნახევარში ამ გადაუხდელი გადასახადების რაოდენობამ 300 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.

გასულ კვირას ასევე დააკავეს სარგსიანის მეორე ძმა ალექსანდრე სარგსიანი. მას იაღაღის უკანონო შენახვაში წაუყენეს ბრალი.

სერჟ სარგსიანი 2008 წლიდან 2018 წლამდე ქვეყნის პრეზიდენტი იყო. ამ წლის გაზაფხულზე, მეორე საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, ის პრემიერმინისტრად აირჩიეს, თუმცა მასობრივი პროტესტების გამო, ის რამდენიმე დღეში თანამდებობიდან გადადგა.

ახლა ქვეყნის პრემიერმინისტრი ამ საპროტესტო მოძრობის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანია.