”შემდეგ დაწერს, რომ გაბუნიასთან ვტყ…ობ” – ნიკა გვარამიამ თამარ ჩერგოლეიშვილს აგინა

”შემდეგ დაწერს, რომ გაბუნიასთან ვტყ...ობ” - ნიკა გვარამიამ თამარ ჩერგოლეიშვილს აგინა„რუსთავი2“-ის გენერალურ დირექტორსა და ტაბულას მთავარი რედაქტორ თამარ ჩერგოლეიშვილს შორის დაპირისპირება გრძელდება. ნიკა გვარამიამ დღეს სოციალურ ქსელში „სქრინები“ გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ ერთ-ერთ დახურულ ჯგუფში თამარ ჩერგოლეიშვილი მასზე საუბრობს:

„შმოტკები და გასტრონომია აღარ კმარა, ნარკომანადაც გამომაცხადა. სუსის ნარატივსაც გაცდა. შემდეგ ჯერზე დაწერს, რომ გაბუნიასთან ვტყნაურობ და მეუფე იაკობის ქადაგებას დააშეარებს.

აი ამაზე ფსკერი თუ არსებობს, არ მგონია. შალვა რამიშვილისთვის გადაუსწრია ამ არარაობას. და ბოდიში, და ამის მხარდაჭერილს ბიძინა ივანიშვილი არ მირჩევნია მარტო. გულისამრევი, თავად ფულის ხამი ყლექალა – ესაა ჩემი კომენტარი. და სუ ყლეზე მკიდია მისი ქმარიც (დღემდე ჩემთვის პატივსაცემი და ამიერიდან ნული) და მისი ყველა მეგობარიც სამარცხვინოდ მიმაჩნია. ასეთები რომ პარიები არ არიან დღემდე, უკიდურესი სირცხვილია ყველასი, ვინც ამ დედალ შალვა რამიშვილს ეკონტაქტება.“- წერს ნიკა გვარამია.

გვარამიას სტატუს საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა თამარ ჩერგოლეიშვილი:

“საიდუმლო ჯგუფში საუბრის სქრინების გამოდება და საკუთარი მოკავშირეების უხერხულ მდგომარეობაში ჩაგდება სასოწარკვეთის ისეთი საფეხურია, ტიტველი რომ შევარდეს ეთერში, აღარ გამიკვირდება.

მე რა? საჯაროდაც ცნობილია, რომ გვარამიას უნახავ ხამად ვთვლი.

p.s. სხვის პირად კომუნიკაციას რომ აქვეყნებ, აქედან ერთი ნაბიჯია, სხვისი პირადი ცხოვრების კადრების გამოქვეყნებამდე.”- წერს ჩერგოლეიშვილი.

ნიუპოსტი