შსს – “დომენიკ მანგოზე გადაღებული ვიდეო დადგმულია”

შსს - "დომენიკ მანგოზე გადაღებული ვიდეო დადგმულია"ძალადობის ამსახველი ვიდეო, რომელიც კუკური ბარამიძეზე, იგივე დომენიკ მანგოზე გავრცელდა, დადგმულია და ძალადობას ადგილი არავის მიმართ ჰქონია.

ამის შესახებ ,,ნიუპოსტს“ შს სამინისტროს პრესცენტრიდან აცნობეს.

“გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ ვიდეო არის დადგმული და არავის მიმართ არ განხორციელებულა ძალადობის ფაქტი”, – განაცხადეს შსს-ში.

ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ჩანდა თუ როგორ იხდიდა ბოდშს დომენიკ მანგო პატრიარქის შეურაცხოფისთვის, კადრებში ასევე ჩანდა, რომ პროცესი ძალადობისა და იარაღის მუქარის ფონზე ხდებოდა.