შვედეთის ქალაქ მალმოში სროლის შედეგად 4 ადამიანი დაიჭრა

შვედეთის ქალაქ მალმოში სროლის შედეგად 4 ადამიანი დაიჭრაშვედეთის ქალაქ მალმოში ხალხს, რომლებიც ეროვნული საფეხბურთო გუნდის გამარჯვებას ზეიმობდა, ცეცხლი გაუხსნეს. ინციდენტის შედეგად ოთხი ადამიანი დაიჭრა. ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველები.

თვითმხილველების ინფორმაციით, ცეცხლი ავტომატური ტიპის იარაღიდან გახსნეს.

დამატებითი დეტალები უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.