სილესენი ბარსადან წასვლას არ აპირებს

სილესენი ბარსადან წასვლას არ აპირებსბარსელონას ჰოლანდიელი მეკარე იასპერ სილესენი გუნდიდან წასვლას არ აპირებს. ბოლო პერიოდში ხშირად ვრცელდებოდა ჭორები იმის შესახებ რომ სილესენი ბარსას დატოვებდა, რადგან მას მცირე სათამაშო პრაქტიკა აქვს და ძირითადად მხოლოდ თასის შეხვედრებზე გამოდის მოედანზე.

სილესენმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა რომ ის ბარსელონაში ბედნიერია და ჭორები მისი წასვლის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. ჰოლანდიელმა გოლკიპერმა ასევე აღნიშნა რომ მარკ ანდრე ტერ შტეგენი მასზე ძლიერი მეკარეა და ის იმსახურებს ძირითად შემადგენლობაში თამაშს.