სისხლიანი დაპირისპირება ძიუდოისტებს შორის – დაჭრილია ერთი სპორტსმენი

სისხლიანი დაპირისპირება ძიუდოისტებს შორის - დაჭრილია ერთი სპორტსმენიძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტსა და ძიუდოისტებს შორის, გუშინ გვიან ღამით მომხდარ დაპირისპირებაზე შინაგან სამეთა სამინისტრომ გამოძიებადაიწყო.

უწყებამ საქმე ორი მუხლით: 126-ე და 136-ე მუხლებით აღძრა.

არსებული ინფორმაციით, სისხლიანი დაპირისპირება მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ინცინდენტის შედეგად, ძიუდოისტი სოსო წელაური დაიჭრა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, დაკავებულია 4 პირი.

თვითმხილველების განცხადებით, ლომერ ჟორჟოლიანმა, უშუალოდ დაჭრა ერთ-ერთი პირი ძიუდოს ნაკრების მხრიდან პატრულისა და ათეულობით მოწმის თანდასწრებით.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, დაპირისპირების დროს ადგილზე იმყოფებოდა დავით ქევხიშვილი, რომელმაც სასწრაფოდ დატოვა ტერიტორია.