სპეცოპერაცია ქუთაისში – პოლიციამ ნარკოდანაშაულში ეჭვმიტანილი მამაკაცი ჯ.ლ. დააკავა

სპეცოპერაცია ქუთაისში - პოლიციამ ნარკოდანაშაულში ეჭვმიტანილი მამაკაცი ჯ.ლ. დააკავასპეცოპერაცია ჩატარდა ქუთაისში – სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულში ეჭვმიტანილი 45 წლის მამაკაცი დააკავეს.

ნიკეას ქუჩაზე, ერთ-ერთი ბარის მიმდებარედ რამდენიმე საათის განმავლობაში სპეცრაზმი და საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული.

დაკავებულის ადვოკატი კი აცხადებს, რომ ბრალდება უსაფუძვლოა. უფლებადამცველი სამართალდამცველებს დაკავების პროცესში ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, 1973 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ჯ.ლ. ქუთაისში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ გამზადებული, 10 შეკვრად დაფასოებული, „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ ფხვნილი, ერთჯერად საინექციო შპრიცში მოთავსებული „ბუპრენორფინის“ შემცველი სითხე და ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული – 2 720 ლარი ამოიღეს.

ჯ.ლ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი ამოღებულია ასევე ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა – 250 ევრო და 100 ლარი.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით”- აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.