სროლა ვაკეში – მოსაშვილის ქუჩაზე მანქანიდან უცნობ პირს ესროლეს

სროლა ვაკეში - მოსაშვილის ქუჩაზე მანქანიდან უცნობ პირს ესროლესცოტა ხნის წინ თბილისში, მოსაშვილის ქუჩაზე სროლა იყო. უცნობმა პირმა მანქანის მიმართულებით ისროლა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

პირველ არხს თვითმხილველებმა განუცხადეს, რომ ეზოში ერთი პირი იდგა, რომელსაც მანქანიდან სროლა დაუწყეს. ამასთან, ისროდა აღნიშნული პირიც.

„მოვიდა მანქანა და რამდენიმე პირი გადმოვიდა, დაუწყეს ამ პირს სროლა. ეს პირიც ესროდა, ორმხრივი სროლა იყო. ამის შემდეგ, მანქანაში ჩასხდნენ და გაიქცნენ“, – განუცხადა თვითმხილველმა პირველ არხს.

პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, ადგილზე ათამდე მასრა არის დაგდებული და ისინი რამდენიმე ადგილზე ყრია.

ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.