თამარ მეფის გამზირზე ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა

თამარ მეფის გამზირზე ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდათამარ მეფის გამზირზე მუნიციპალურ ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევამ პანიკა გამოიწვია. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „რუსთავი 2-ს“ განუცხადეს, რომ ცეცხლი გაყვანილობას გაუჩნდა, რამაც ძლიერი დაკვამლიანება გამოიწვია.

ადგილზე მეხანძრეები იყვნენ მობილიზებულები.

შსს-ის ცნობით, მომხდარზე პრეტენზია არავის გამოუთქვამს და უწყებას გამოძიება არ დაუწყია.