თბილისში მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 3-4 მაგნიტუდას შეადგენდა

თბილისში მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 3-4 მაგნიტუდას შეადგენდასაქართველოში მომხდარი ძლიერი მიწისძვრისას თბილისში მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე, პირველადი მონაცემებით, 3-4 მაგნიტუდას შეადგენდა, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სეისმური მონიტორინგის ცენტრში განუცხადეს.

როგორც ცენტრის წარმომადგენელმა განმარტა, იმის გამო, რომ მიწისძვრის ეპიცენტრი თბილისიდან საკმაოდ შორ მანძილზე დაფიქსირდა, შესაძლებელია მოსახლეობას ბიძგები დროში ხანგრძლივი ეჩვენა, თუმცა რეალურად ერთი ბიძგი იყო.

სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, განმეორებითი ბიძგები ჯერ არ დაფიქსირებულა, თუმცა, როგორც წესი, ძლიერი ბიძგების შემდეგ მცირე სიმძლავრის ბიძგების განმეორება ხდება ხოლმე.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი დედოფლისწყაროს რაიონში, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 5,7 მაგნიტუდას შეადგენდა.