თიკა ჯამბურია სასამართლომ გაამტყუნა – ”ყველაფერი წაგვართვეს, ყველა შოკშია”

თიკა ჯამბურია სასამართლომ გაამტყუნა - ”ყველაფერი წაგვართვეს, ყველა შოკშია”მომღერალი თიკა ჯამბურია და მისი მეზობლები, რომლებიც რუსთაველის პირველ ნომერში ცხოვრობენ, სასამართლომ გაამტყუნა. მათ კორპუსს პანორამა თბილისის შენობა ცხვირწინ მიადგეს, რითაც ყველანაირი საარსებო საშუალება მოესპოთ. ახლა მათ წინ უზარმაზარი შენობაა, ჰაერი აღარ მოძრაობს და აღარც სტადიონი აქვთ, აღარც ეზო და აღარც მანქანების გასაჩერებელი ადგილი:
”ჩემი სახლი… რაც დავიბადე, აქ ვცხოვრობ. ყოველთვის ულამაზესი ხედებით და ყველაზე მაგარი ადგილით ვამაყობდი. ეხლა კი ვინც მოდის ჩემთან სტუმრად, ყველა შოკში ვარდება უზარმაზარი ბეტონის კედლების ხედით, რომელიც პირდაპირ აივანში მაქვს შემოდგმული…
დიდი მადლობა ყველას და პანორამა თბილისს, რომ ესე გაალამაზა ქალაქის ცენტრი, იზრუნა მოსახლეობაზე და ეხლა კიდევ დიდ გამწოვს გვიყენებს, რომლის გამონაბოლქვიც პირდაპირ ჩვენთან შემოვა და ძალიან მაგარ ხედთან ერთად ჰაერი გვექნება არაჩვეულებრივი.
ასე რომ, ვისაც ეხება ეს ყოველივე, მერიას, არქიტექტორებს და ა.შ ვუსურვებ უზარმაზარი ბეტონის კედლებს შუა ცხოვრებას იგივე პირობებში…
პ.ს. წაგვართვეს ეზო, სტადიონი და პარკინგი, რომელიც ჩვენ სახლს ეკუთვნოდა… სასამართლომ გაგვამტყუნა”, – წერს თიკა ჯამბურია.