თორნიკე ოქრიაშვილმა ტრავმა ბოლომდე მოიშუშა

საქართველოს ნაკრების და კრასნოდარის ფორვარდმა თორნიკე ოქრიაშვილმა ტრავმა ბოლომდე მოიშუშა და ის უკვე სრული დატვირთვით ვარჯიშობს. თორნიკეს ტრავმის გამო ხანგრძლივი პერიოდი გაუცდა და ბოლოს ის მოედანზე 2017 წლის სექტემბერში გამოვიდა.
ოქრიაშვილი საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია და მისი თამაში ერთა თასზე ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. კრასნოდარში თორნიკე 2016 წელს გადავიდა და რამდენიმე ლამაზი გოლი გაიტანა ამ გუნდის მაისურით, თუმცა ტრავმის გამო მან ბევრი შეხვედრა გამოტოვა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2019