წალენჯიხის ტყეში 19 წლის ბიჭი მოკლული იპოვეს

წალენჯიხის ტყეში 19 წლის ბიჭი მოკლული იპოვესწალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოში 19 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ის სანადიროდ იყო წასული. გარდაცვლილს ჭრილობა თოფის გასროლის შედეგად აქვს მიყენებული.

ერთ-ერთი ვერსიით, მას იარაღი გაუვარდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევას თვითმხილველი არ ჰყავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ცხედარს ქუთაისში ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.

იმედინიუსი