კახა კალაძე – მინდა მადლობა გადავუხადო მეტროპოლიტენის თითოეულ მემანქანეს, რომ მათ გაიაზრეს არსებული მდგომარეობა და მოხდა შეთანხმება

ჩემი მხრიდან იქნა გაცემული პირობა, რომ ჩვენ 2019 წელს აუცილებლად დავუბრუნდებით საკითხს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მეტროს მემანქანეებისთვის სამუშაო პირობები იყოს გაუმჯობესებული – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე საუბრისას განაცხადა.

კახა კალაძემ მემანქანეებს მადლობა გადაუხადა, რათა მათ გაიაზრეს არსებული მდგომარეობა და მოხდა შეთანხმება.

„მეტროპოლიტენის მემანქანეებმა გაფიცვა შეწყვიტეს და მეტრომ მუშაობა განაახლა. რაც შეეხება საგაფიცვო პროცესს, თქვენ იცით, რომ გუშინ ღამით შედგა შეხვედრა ჩვენსა და გაფიცულ მემანქანეებს შორის.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ დეტალურად არსებულ მდგომარეობაზე. ჩემი მხრიდან იქნა მიწოდებული ზუსტი ინფორმაცია, თუ რა მდგომარეობაა კომპანიაში ფინანსურად და რა მდგომარეობაა მუნიციპალიტეტში. ჩვენ ასევე მოვისმინეთ მათი მხრიდან ის არსებული პრობლემები, რომელიც აწუხებთ. შესაბამისად, ჩემი მხრიდან იქნა გაჟღერებული პირობა, რომ ჩვენ 2019 წელს აუცილებლად დავუბრუნდებით ამ საკითხს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათთვის სამუშაო პირობები იყოს გაუმჯობესებული. დასაქმებულთა შრომითი პირობების გაუმჯობესება ჩემი, როგორც დედაქალაქის მერისთვის მნიშვნელოვანია. ყოველ ჩემს განცხადებაში ამ საკითხს ვაფიქსირებ.

მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მემანქანეს, რომ მათ გაიაზრეს არსებული მდგომარეობა და მოხდა შეთანხმება. შეიძლება ითქვას, რომ მივაღწიეთ გარკვეულ კომპრომისს და მეტრო დღეს ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018