„ვაიმე დავიღუპეთო, იყვირა მძღოლმა, მეორე ბრუნზე მე და დედაჩემი ფანჯრიდან გვისროლა“ – გომბორის ტრაგედიის დეტალები

„ვაიმე დავიღუპეთო, იყვირა მძღოლმა, მეორე ბრუნზე მე და დედაჩემი ფანჯრიდან გვისროლა“ - გომბორის ტრაგედიის დეტალებიგომბორზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სკოლის მოსწავლე იხსენებს. მოზარდის განცხადებით, მიკროავტობუსის მუხრუჭები მწყობრიდან გამოვიდა, შედეგად მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.

ნიუპოსტის ცმობით, მძღოლმა ამის შემდეგ „ვაიმე, დავიღუპეთო“ იყვირა, რასაც პანიკა მოჰყვა, ავტომობილი კი სავალი გზიდან გადავიდა და ხევში გადავარდა.

„მოსახვევში, მარშრუტკაში რომ ვისხედით, ტორმუზს რომ აწვებოდა, ტორმუზი ჩავარდა თუ გაფუჭდა, არ ვიცი, მაგრამ ვაიმე, დავიღუპეთო, რომ იყვირა მძღოლმა, ყველანი ავყვირდით. მერე სამი ბრუნი გააკეთა, პირველ ბრუნზე მე და დედაჩემი იქ ვიყავით, მეორე ბრუნზე ფანჯრიდან გვისროლა, ფანჯრები სულ ჩაიმტვრა. მესამე ბრუნიც გააკეთა, სამი მშობელი მოკვდა და ერთი ბავშვი,“ – განაცხადა თვითმხილველმა.

„ვაიმე დავიღუპეთო, იყვირა მძღოლმა, მეორე ბრუნზე მე და დედაჩემი ფანჯრიდან გვისროლა“ - გომბორის ტრაგედიის დეტალებიგომბორზე ავარია 9 ივნისს დილით მოხდა, რომლის დროსაც 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 1 არასრულწლოვანი. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა 21 ადამიანი.

მომხდარზე გამოძიება დაიწყო. მიკროავტობუსის მძღოლი დაკავებულია.

შემთხვევის ადგილზე ჩასული ოფიციალური პირების განცხადებით, შესაძლოა, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი უსაფრთხოების წესების დარღვევა და მიკროავტობუსის გაუმართაობა გამხდარიყო.