ვანუატუს სანაპიროსთან 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ვანუატუს სანაპიროსთან 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდაწყნარ ოკეანეში, ვანუატუს სანაპიროსთან 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ აშშ-ს გეოლოგიური სამსახური იუწყება.

მათი ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ვანუატუს დედაქალაქ პორტ-ვილადან 30 კილომეტრში მდებარეობდა. მიწისძვრის კერა 21 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.