ზაზა სარალიძე დათო ოქიტაშვილს – ”შენ მო…..ვ გამ…..ლს, როგორც კი არ დაამტკიცებ, რომ ლევანი დათოს გამო მოკლეს”

ზაზა სარალიძე დათო ოქიტაშვილს - ”შენ მო.....ვ გამ.....ლს, როგორც კი არ დაამტკიცებ, რომ ლევანი დათოს გამო მოკლეს”ერთი საათის წინ ზაზა სარალიძემ ფეისბუქში დადო პოსტი , რომლითაც დათო ოქიტაშვილის რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ პოსტს გამოეხმაურა:

”არ მინდოდა ამის დაწერა მაგრამ მაიძულე ბატონო დავით.

შენ მო…..ვ გამ…..ლს როგორც კი არ დაამტკიცებ მაგ სიტყვებს, რომ ლევანი დათოს გამო მოკლეს.”

ეს დათო ოქიტაშვილის პოსტია:

”აბა, ახლა კარგად მომისმინეთ, თქვე მანქურთებო!!! აქამდე ვიკავებდი თავს, არ მინდოდა ამის დაწერა, მაიძულეთ ხო? ჰოდა, კარგად მომისმინეთ!!! რომელმა არაადამიანმა დაუწუნა ლევანის დედას ჩაცმულობა?! დადუნაშვილები შვილის ცხედრით ვაჭრობენო, შვილმოკლული მშობლები ჰქვიათ ამ გულისამრევ არსებებსო?! სუს-თან შეკრულები არიანო?!

თქვე მკვლელებო და მდაბიოებო, ლევანის ნაცვამი მაისური აცვია მის დედას. ასე უფრო ეხუტება და ეფერება მონატრებულ შვილს და ეს რა მგლოვიარეაო, როგორ ბედავთ თქვე ამორალურებო! ეს ის ლევან დადუნაშვილია, რომელიც დათო სარალიძის დასაცავად და დასახმარებლად მივიდა იქ და დააკლეს.

დიახ, ხმამაღლა ვიტყვი, რომ სარალიძეს შეეწირა ლევან დადუნაშვილი და აქციაზე მისულ ლევანის მამას ზურგი შეაქციეთ, სტვენა და „პრავების კაჩავი“ დაუწყეთ!!!

და მერე გიკვირთ, რატომ არ მისცეს ჩვენება ბიჭებმაო, ზაზა?!

შენი შვილის მკვლელებს შორს ნუ ეძებ, შენს გვერდში დგანან – კუპრავები, „ნაციონალები“, ზონდერები და სააკაშვილები!!!

ჩვენებები მათ უნდა მისცენ შენი შვილის მკვლელობისათვის, რომ ბავშვებს მთელი 9 წლის მანძილზე დაუმახინჯეს ფსიქიკა და დღეს ასეთი შედეგების წინაშე ვდგავართ! კიდევ ერთხელ, ჩემი მხარდაჭერა ყველა შვილმკვდარ მშობელს“.