ზაზა სარალიძე – ”პატრიარქთან ლოცვა-კურთხევის ასაღებად ვიყავით”

ზაზა სარალიძე - ”პატრიარქთან ლოცვა-კურთხევის ასაღებად ვიყავით”პატრიარქთან ლოცვა-კურთხევის ასაღებად ჩემს მეუღლესთან და შვილთან ერთად მივედი, დაგვლოცა, გვირჩია, რომ ლოცვა გაგვაძლიერებს, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს რუსთაველზე, პარლამენტთან განუცხადა.

„დეტალებში აბსოლუტურად ყველაფერი მოვუყევი, რასაც ნებისმიერ ადამიანს ვუყვები, დაგვლოცა, ლოცვა-კურთხევა ავიღე და წამოვედი.

პატრიარქთან ვიყავი და არა შს მინისტრთან, გთხოვთ, ნუ გააიგივებთ, დეტალებზე საუბარი არ გვქონია, ვიყავით ლოცვა-კურთხევის ასაღებად. აქამდეც დიდი სურვილი გვქონდა პატრიარქთან შეხვედრის მე და ჩემს მეუღლეს და რახან ეს შანსი მომეცა, არ გავუშვი ხელიდან“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

სარალიძე დღეს ილია მეორეს შეხვდა. საპატრიარქოს დატოვების შემდეგ პატრიარქთან შეხვედრის დეტალებზე მედიასთან არ უსაუბრია.

ზაზა სარალიძემ პატრიარქთან შეხვედრის სურვილი დღეს გამოთქვა, რაზეც ილია მეორემ თანხმობა განაცხადა.