ზაზა სარალიძემ ჟურნალისტ თეონა ცხომელიძეს ბავშვების დასახმარებლად შემოწირულობა გადასცა – “ჩემი შვილის სახელით…”

ზაზა სარალიძემ ჟურნალისტ თეონა ცხომელიძეს ბავშვების დასახმარებლად შემოწირულობა გადასცა - "ჩემი შვილის სახელით..."“რუსთავი 2”- ის ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე სოციალურ ქსელში ზაზა სარალიძის წერილს აქვეყნებს. ამის შესახებ ნიუპოსტი წერს.
“ასეთი კაცია ზაზა სარალიძე. შვილის მკვლელების დასჯას რომ ითხოვდა განწირული, ერთ-ერთი სასამართლო პროცესიდან გამომიგზავნა არც თუ ისე მცირე თანხა გაჭირვებული ბავშცების დასახმარებლად, 2 თვის წინ. არც ვიცნობდი.

ახლა არც ‘კაა’ზე მეფიქრება, არც მაჭუტაძის ასულებზე, არც ახალ პროკურორზე, არს ვადამდელ არჩევნებზე და უკვე აღარც იმ ნაძირლების დასჯაზე ვინც მკვლელია ან დანაშაული ჩქმალა.

ზაზა სარალიძეზე მეფიქრება მარტო” – წერს ცხომელიძე.

ჟურნალისტმა მარტის ბოლოს სოციალურ ქსელში ემოციური მიმართვა გაავრცელა, სადაც 8 წლის მანუჩარისა და მისი ძმის მძიმე ცხოვრების შესახებ ყვებოდა.

“ამბავი ხდება რეალურ დროში, ახლა, ჩვენს გვერდით… ნამდვილი ადამიანებით, ამ ამბის შეცვლა შეგვიძლია ერთად და თქვენი დახმარება მჭირდება!

გიყვებით გაუსაძლის გაჭირვებაში მცხოვრებ 8 წლის მანუჩარზე, რომელიც 2 წლის ძმას, გაბრიელს თითქმის მარტო უვლის. ბავშვების დედა შარშან, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. გაყიდეს ყველაფერი და ახლა სახლიც აღარ აქვთ, ოჯახს აქვს სოციალურად დაუცველის სტატუსი და შესაბამისი დახმარება. ბავშვების მამას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, თუმცა მუდმივად ეძებს სამსახურს, ხშირად გასულია და მანუჩარი მარტოა ხოლმე პატარასთან ერთად, ამიტომ სკოლაში თითქმის ვერ დადის.

ქირა ამ თვეში ვერ გადაიხადეს და ახლა ბავშვები ნათესავებთან, მძიმე სოციალურ პირობებში არიან.

სულ ვფიქრობ შვილების რამხელა დარდი გაიყოლა დედამ… ამ კაცზე რომელიც საჭმლის ფულისთვის მთელი დღე გასულია და ამ ორ პატარა ადამიანზე, რომლებსაც ბავშვობა კი არა გადარჩენისთვის ყოველდღიური ბრძოლა აქვთ.

არ ვიცი საიდან დავიწყო და რა გავაკეთო, ვისაც რა და როგორც შეგიძლიათ! ტანსაცმელი, პროდუქტი, ფინანსური დახმარება, თუნდაც ერთი თვის ქირა რომ გადავუხადოთ რომ ბავშვები სახლში დაბრუნდნენ და მანუჩარმა ცოტა მაინც იაროს სკოლაში.

მე ჩემით რაც შემიძლია გავაკეთებ, მაგრამ როგორც წესი როცა ვართ ბევრნი სიკეთე გაცილებით მასშტაბური გამოგვდის…

Irina Tkemaladze და მე ხაზზე ვართ, მოვაგროვოთ მივუტანოთ და არ ვიცი რაც შეგვიძლია გავაკეთოთ.

მადლობა!”- წერდა ჟურნალისტი.