ზაზა სარალიძეს და ზვიად კუპრავას სასამართლოში პოლიციელები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ – ვიდეო

ზაზა სარალიძეს და ზვიად კუპრავას სასამართლოში პოლიციელები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ - ვიდეოზაზა სარალიძის მტკიცებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში მასა და ზვიად კუპრავას სამართალდამცველები დაუპირისპირდნენ.

სარალიძის ინფორმაციით, შემთხვევა სასამართლოს სასადილოში მოხდა. მისი თქმით, მას შემდეგ რაც სასამართლო პროცესზე მოსამართლემ შესვენება გამოაცხადა, ის ზვიად კუპრავასთან ერთად საქალაქო სასამართლოს სასადილოში ჩავიდა. მოგვიანებით მათთან სამართალდამცველები მივიდნენ, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ზვიად კუპრავა კი სასამართლო დარბაზში ძალის გამოყენებით დააბრუნეს.
სარალიძე ამბობს, რომ შს მინისტრმა მასზე ნადირობა დაიწყო.