ზესტაფონში ავარიას და-ძმა ემსხვერპლა – 3 ადამიანი დაშავდა

ზესტაფონში ავარიას და-ძმა ემსხვერპლა - 3 ადამიანი დაშავდაზესტაფონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია და-ძმა. კიდევ სამი ადამიანი დაშავებულია.
მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.