ზინედინ ზიდანი: ”ჯერჯერობით საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელობას არ ვაპირებ”

ზინედინ ზიდანი: ”ჯერჯერობით საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელობას არ ვაპირებ”მადრიდის რეალის ყოფილმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა თავის მომავალზე ისაუბრა და თქვა რომ ის ჯერჯერობით ფეხბურთისგან დასვენებას აპირებს. მომავალში ზიდანმა არ გამორიცხა საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელობის შესაძლებლობა:

”ჯერჯერობით  მხოლოდ ის ვიცი რომ დასვენება მსურს, თუმცა მომავალში აუცილებლად გავაგრძელებ სამწვრთნელო კარიერას. საფრანგეთის ნაკრებზე არ მიფიქრია, თუმცა ეროვნული გუნდის მწვრთნელობა ყოველთვის საინტერესოა”–განაცხადა ზიდანმა.

ზიზუ ამჟამად პარიზში იმყოფება, სადაც ოჯახთან ერთად ისვენებს.