ზუგდიდში ძმამ და დაჭრა ვალების გამო

ზუგდიდში ძმამ და დაჭრა ვალების გამოზუგდიდში ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, ძმამ და დაჭრა. შემთხვევა პოლიციის სამმართველოს სიახლოვეს მოხდა.
პოლიციამ ბრალდებული მაშინ დააკავა, როცა ის მიმალვას ცდილობდა. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტის მიზეზი დის ვალები გახდა.

შსს-ში ადასტურებენ დის დაჭრაში ბრალდებულის დაკავების ფაქტს. „ლაივრესს“ უწყებაში განუცხადეს, რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა 117-ე მუხლით, რაც ოჯახური ძალადობის შედეგად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ბრალდებულს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში პირს სამიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.