ადვოკატი მანელიძე – ”თორნიკე კაჭარავა თავს დამნაშავედ არ ცნობს”

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებული თორნიკე კაჭარავა არც ერთ ნაწილში თავს დამნაშავედ არ ცნობს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ადვოკატმა შოთა მანელიძემ განუცხადა.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს, შესაბამისად, მანელიძე დეტალებზე საუბარს მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. ადვოკატის განმარტებით, კაჭარავას ყველა კითხვაზე აქვს პასუხი.

„ბრალდების არც ერთ ნაწილში თორნიკე თავს დამნაშავედ არ ცნობს. ის კვლავ იყენებს დუმილის უფლებას, თუმცა, ობიექტურობის კრიტერიუმებიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ თემის განვრცობა და გაშლა არ არის საჭირო. მას აქვს პასუხები, თუმცა მიზანშეწონილად არ მიმაჩნია ამ თემის გავრცობა“, – აღნიშნა შოთა მანელიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, წარსულში არაერთგზის ნასამართლევი, 1989 წელს დაბადებული თ.კ. თბილისში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018