ადვოკატი – ”რამაზ მარგოშვილი ჩატაევს სირიაში სუს-ის დავალებით შეხვდა”

ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებული პანკისელი რამაზ მარგოშვილის ადვოკატი, ინგა ბოლოთაური, “ნიუპოსტთან” სკანდალურ განცხადებას აანონსებს.

უფლებადამცველი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა დუმილის დარღვევა გადაწყვიტა და 6 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში დაგეგმილ პროცესზე იტყვის, ვისი დავალებით შეხვდა სირიაში, 2016 წლის იანვარში, აჰმედ ჩატაევს.

ადვოკატმა დღეს “ნიუპოსტთან” დაასახელა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ორი თანამშრომელი, ვის დავალებებსაც ასრულებდა რამაზ მარგოშვილი.

”ეს არის რამაზ მარგოშვილის გადაწყვეტილება, იგი ისაუბრებს, როგორ გააგზავნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ჩიმაკაძემ და ამავე სამსახურის თანამშრომელმა ხვიჩა ლორიამ. იტყვის, რა დავალება ჰქონდა და შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები,” – აღნიშნა ადვოკატმა.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018