ავარიას აშშ-ს საელჩოსთან გენერალ ლევან გვაზავას ვაჟი, ლუკა, ემსხვერპლა – ბაიკერი 2 მანქანას შორის მოხვდა

თბილისში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ავარიისას ერთი ადამიანი დაიღუპა. მოტოციკლი და ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახნენ. შეჯახების შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ს მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის და ექსპლუატაციის წესების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მოგვიანებით ნიუპოსტისთვის ცნობილი გახდა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევას 23 წლის ლუკა გვაზავა ემსხვერპლა. ახალგაზრდა ბაიკერი გენერალ ლევან გვაზავას ვაჟია.

თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევა 12:00 საათზე მოხდა.

მათივე ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი მოტოციკლს მართავდა, როდესაც ის ორი ავტომობილის შეჯახებისას მსუბუქ ავტომობილებს შორის მოხვდა.

ლუკა გვაზავას მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018