ავარია ზესტაფონთან – დაღუპულია მოტოციკლისტი

ზესტაფონთან ახლოს ავარია მოხდა. მოტოციკლისა და ავტომანქანის შეჯახების შედეგად, მოტოციკლის მძღოლი მძიმედ დაშავდა. დაშავებული 30 წლამდე ასაკის კაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ამის შესახებ 1tv.ge წერს.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018