ავარია თბილისში – დაიღუპა დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში – მომხდარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილია დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი.

შემთხვევა დღეს გამთენიისას, მარშალ გელოვანის გამზირზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, დასუფთავების სამსახურის ავტომობილს „მერსედესის“ მარკის სამარშუტო ტაქსი შეეჯახა.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ავარიის გამომწვევი მიზეზი სავარუდოდ ის გახდა, რომ სამარშუტო ტაქსის მძღოლს საჭესთან ჩაეძინა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018