ავთანდილ ხურციძე – ”რომ დამიჭირეს და მეორე დღეს ქათმის ბარკალი მომიტანეს და მერე ნაყინი, მეთქი ვიღაც მეღადავებაა…”

ავთანდილ ხურციძემ, მეტსახელად ჩაქუჩამ, რომელიც ამჟამად აშშ-ის ციხეში ზის, ფეისბუქში დაწერა:

“ეხლა მოემზადეთ კარგი ამბავი უნდა გითხრათ: მე წავაგე კატრანი ანუ არალეგარული თამაშები. ეს არის მინიმუმ 2 წელი და მაქსიმუმ 5. ასე რომ 5 წელზე მეტს ვერ მომცემენ ჩემს შემთხვევაში. არ არის 0დან 20, არის 0და 5. 1 წელზე მეტი ვზივარ აქ 10 თვე ერთ წლად ითვლება, კიდევ კარგი ყოფაქცევა გაქაჩე გამოქაჩე კიდე 2 წელი და ეგაა. ეს არის უტყუარი ინფორმაცია და ნუ დაუჯერებთ ცრუ ინფორმატორებს , 40 წელი ტერორისტი კი არა ვარ, რა სისულელეა, მაგის დამწერს და გამვრცელებელს ჭკუა აქვს? ენა რომ აქვს იასნია, კარგი თქვით რამე ტყუილს რომ ავრცელებთ. ასე რომ კიდევ დავბრუნდები და კიდევ ბევრს გავახოხებ რინგზე. ყოველდღე 3 საათიან ვარჯიშებს ვატარებ, ასე რომ ავთანდილა ფორმაშია. გულშემატკივრებს გაცნობებთ რომ მე არ შემიჩერებია ჩემი საყვარელი ნამდვილი საქმე, ლაპებიც კი შემიკერეს ციხეში და მიდის ბათქაბუთქი ყოველდღე. თანაც დრო ბევრი მაქვს , სხვა საქმე არაფერი. ვარჯიში, ძილი, ჭამა.ბრძოლებსაც რომ მიტარებდნენ გეუბნებით ცუდ ადგილზე არა ვარ. ასეთი პირობები რომ მქონოდა ქუთაისში ალბათ უფრო მეტს მივაღწევდი. რომ დამიჭირეს და მეორე დღეს ქათმის ბარკალი მომიტანეს და მერე გულის გასაგრილებლად ნაყინი, მეთქი ვიღაც მეღადავებაა ჰა ჰა ჰა “

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018