აკაკი ზოიძე: „ჩემთვის კვირიკაშვილი რაც იყო, ის დარჩა… არ მიმაჩნია, რომ ის იყო ყველა ბოროტების სათავე ამ ქვეყანაში“

“ჩემთვის გიორგი კვირიკაშვილი რაც იყო, ის დარჩა, მას მადლობა გადავუხადე იმისთვის, რომ თავის დროზე ემსახურა ამ ქვეყანას. ჰქონდა შეცდომებიც, ჰქონდა პრობლემებიც, მაგრამ არ მიმაჩნია, რომ ის იყო ყველა ბოროტების სათავე ამ ქვეყანაში,” – ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მოსახლეობის ჭარბვალიანობის და სიღარიბესთან დაკავშირებით მასაც ჰქონდა შენიშვნები, მაგრამ მიანია, რომ “პოლიტიკა არ უნდა იყოს ანგარიშსწორების ასპარეზი”.

„ჩემი წარმოდგენა გიორგი კვირიკაშვილზე რაც იყო, ის დარჩა. მე მადლობა გადავუხადე. გარკვეული შენიშვნები იყო იმასთან დაკავშირებით, რომ მოსახლეობისთვის ჭარბვალიანობასთან და სიღარიბესთან მიმართებაში შესაძლებელი იყო უფრო ადრე გადადგმულიყო ნაბიჯები და დაგვეჩქარებინა რეფორმები. ამაში მე თვითონაც მქონდა გარკვეული შენიშვნები, მაგრამ პოლიტიკა არ უნდა იყოს ანგარიშსწორების ასპარეზი. მე არ ვაღიარებ პოლიტიკას, რომლითაც შეიძლება ვთქვა – „მეფე მოკვდა, გაუმარჯოს მეფეს!“. ეს არის შუასაუკუნეების თემა. შეგვიძლია, ვთქვათ, გაუმარჯოს მეფეს და დავანებოთ წინას თავი. მე ჩემს პოზიციას გეუბნებით. რა თქმა უნდა, სულ სხვა პოზიცია გამოთქვა პარტიის თავმჯდომარემ, ეს მისი თემა იყო იმიტომ, რომ მათ ჰქონდათ ეს კონსულტაციები. მე ამ კონსულტაციების მომსწრე არ იყავი. ჩემთვის გიორგი კვირიკაშვილი, რაც იყო, ის დარჩა,“ – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018