ალექსის სანჩესს ამერიკის ვიზა არ მისცეს

მანჩესტერ იუნაიტედი ამერიკის შეერთებულ შტატებში ალექსის სანჩესის გარეშე იქნება, რადგან სანჩესს ამერიკაში შესასვლელი ვიზა არ მისცეს. ამის მიზეზი კი ის გახლავთ რომ ალექსისს ესპანეთში გადასახადების გადაუხდელობის გამო პირობითი სასჯელი აქვს მისჯილი.
თავის დროზე სანჩესმა თითქმის მილიონი ევრო არ გადაიხადა, რის გამოც მას ესპანეთში კანონთან სერიოზული პრობლემები შეექმნა. მანჩესტერ იუნაიტედის იურისტები ცდილობენ რომ ეს პრობლემა მოაგვარონ და სანჩესმა შეძლოს თავისი გუნდის ამხანაგურ შეხვედრებში მონაწილეობის მიღება.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018