არგენტინაში 25 წლის მეკარე მოკლეს

არგენტინაში 25 წლის მეკარე ფაკუნდო ესპინდოლა მოკლეს. ესპინდოლას ქუჩაში რამდენიმე ადამიანთან შელაპარაკება მოუვიდა, რის შემდეგაც მას დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს და ის ადგილზე გარდაიცვალა.
აღსანიშნავია რომ პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა და ის ასევე ფეხბურთელი ნაუელ ოვიედო აღმოჩნდა. ესპინდოლა რივერ პლეიტის აღზრდილია, თუმცა მან ამ გუნდში თავის დამკვიდრება ვერ შეძლო და ბოლო წლებში ის არგენტინის მეორე დივიზიონის გუნდებში თამაშობდა.
შემთხვევა 22 ივლისს ღამით, ერთ-ერთ ბართან მოხდა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018