აფხაზეთში რუსი ბიზნესმენი გაიტაცეს და მის გამოსასყიდად 3 მილიონი დოლარი მოითხოვეს

პე­ტერ­ბურ­გე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი, ჰოლ­დინგ პოლიგრაფოფორმლენიეს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი მაქ­სიმ ია­კოვ­ლე­ვი გა­ი­ტა­ცეს. ის თა­ვის საქ­მე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ახალ ათონ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, როდესაც გამ­ტა­ცებ­ლე­ბი და­ესხნენ თავს.

გუ­და­უ­თის რა­ი­ონ­ში, ე.წ. პრო­კუ­რა­ტუ­რამ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღ­ძრა. გამ­ტა­ცებ­ლებ­მა მძევ­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ, 18 ივ­ლისს 200 მი­ლი­ო­ნი რუბ­ლი (3 მი­ლი­ონ დო­ლარ­ზე მეტი) მო­ი­თხო­ვეს.

აფხა­ზე­თის “გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის” წარ­მო­მად­გენ­ლის, დაურ ამიჩ­ბას თქმით, ია­კოვ­ლე­ვი რო­გორც დამ­სვე­ნე­ბე­ლი კი არა, რო­გორც მსხვი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი გა­ი­ტა­ცეს. მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, შემ­თხვე­ვა ივ­ნი­სის და­სა­წყის­ში მოხ­და.

არ­სე­ბუ­ლი ცნო­ბით, ია­კოვ­ლე­ვი, აფხა­ზეთ­ში ბინ­ზეს­საქ­მე­ე­ბის­თვის ჩა­ვი­და. ბიზ­ნეს­მენს მხო­ლოდ აფხა­ზეთ­ში შე­ეძ­ლო ჩას­ვლა, რად­გან მას შემ­დეგ, რაც ყო­ფილ­მა ყირ­გიზ­მა პარტნი­ორ­მა უჩივ­ლა, ია­კოვ­ლე­ვის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეა აღ­ძრუ­ლი. ყირ­გი­ზუ­ლი გა­მო­ცე­მა კაკტუს 2017 წლის თე­ბერ­ვალ­ში აცხა­დებ­და, რომ ბიზ­ნეს­მენ ია­კოვ­ლევს უკვე ინ­ტერ­პო­ლი­თაც ეძებ­დნენ.

ამბები

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018