აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გადადგა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პატარაძის თქმით, პოსტის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება გუნდურად მიღებულია.

“მე ვიყავი, ვარ და ვიქნები “ქართული ოცნების” გუნდის წევრი და ძალიან ბევრს გავაკეთებ მომავალში ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ,”-განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

მან მადლობა გადაუხადა “ქართულ ოცნებას” იმისათვის, რომ მისცა საშუალება, დაეკავებინა აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის პოსტი.

პატარაძემ აღნიშნა, რომ მთავრობის ახალ თავმჯდომარეს მაქსიმალურად დაუჭერს მხარს და მასთან ერთად ყველაფერს გააკეთებს აჭარის განვითარებისთვის. მისი გადადგომის ფაქტს კი პატარაძემ “ჩვეულებრივი პროცესი, როტაცია” უწოდა და გავრცელებული ინფორმაცია, რომ ეს შესაძლოა კვირიკაშვილის გადადგომას უკავშირდებოდეს, უარყო.

მან ასევე შეაჯამა 2-წლიანი მუშაობის პერიოდი. პატარაძის თქმით, წელს ტურისტების უპრეცენდენტო რაოდენობაა აჭარაში.

ზურაბ პატარაძის განცხადებით, მთავრობის მთავარი პრიორიტეტი არის და იყო სეზონის გახანგრძლივება და ტურიზმის დივერსიფიცირება.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018