აჭარის მთავრობის მეთაურის პოსტზე თორნიკე რიჟვაძე წარადგინეს

აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობამ მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად თორნიკე რიჟვაძე დაასახელა. „ქართული ოცნების“ კანდიდატი ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელია. ის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეც იყო.

„ქართულმა ოცნებამ“ პოლიტსაბჭოზე აჭარის მთავრობის მეთაურის პოსტზე ხუთი კანდიდატურა განიხილა და მათგან უპირატესობა რიჟვაძეს მიანიჭა. მისი განცხადებით, ის რეგიონს კარგად იცნობს და სამოქმედო პროგრამას მაშინ წარადგენს, როდესაც მისი კანდიდატურის დასამტკიცებლად შეიკრიბებიან.

რიჟვაძე ცვლილებებსაც აანონსებს. მას პრეზიდენტის მხარდაჭერის იმედი აქვს, აცხადებს რომ პრეზიდენტი პოლიტიკურ კრიზის არ შექმნის.

უმრავლესობა რიჟვაძის კადიდატურაზე კონსულტაციებს პრეზიდენტთან დაიწყებს. სწორედ პრეზიდენტმა უნდა წარუდგინოს აჭარის საკანონმდებლო ორგანოს საკუთარი რჩეული დასამტკიცებლად.

იმისთვის რომ კანდიდატი მთავრობის მეთაური გახდეს, 21 დეპუტატიდან 11-ის მხარდაჭერა სჭირდება. „ქართულ ოცნებას“ კი უმაღლეს საბჭოში 14 მანდატი აქვს.

რიჟვაძე, დამტკიცების შემთხვევაში, ზურაბ პატარაძეს შეცვლის

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ თანამდებობა 4 ივლისს დატოვა.

იმედინიუსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018