ბავშვებს სისხლში ტყვიის შემცველობაზე სექტემბრიდან შეამოწმებენ – საქართველოში დიდი კვლევა იწყება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით თბილისში სემინარი გაიმართა, რომლის თემაც ბავშვებსა და მოზარდებში სისხლში ტყვიის შემცველობის შეფასება იყო.
როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ სემინარზე განაცხადა, საქართველოში ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით დიდი კვლევა სექტემბრიდან ჩატარდება. ნიმუშები ევროპის სხვადახვა ქვეყნებში გადაიგზავნება.

„წლის ბოლოსთვის ჩვენ შედეგები გვექნება, რომლითაც შეგვიძლია ვიმსჯელოთ, სიტუაცია სერიოზულია თუ არა ქვეყანაში, იმდენად რამდენადაც აქამდე ჩატარებული კვლევები არის შერჩევით ჯგუფებზე, ძირითადაც ბავშვებზემ სადაც არის ზომიერი მატება, მაგრამ რა არის ამის ძირითად მიზეზი, საიდან მოდის, ამაზე ეს კვლევა გაგვცემს ძირითად პასუხს.“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

იტალიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელი ალესანდრო ალიმანდოს თქმით, კვლევით დადგინდება ბავშვების სისხლში რკინის შემცველობას და გარემოში არსებულ ფაქტორებს, რომელიც მავნე ზეგავლენას ახდენს მათ ჯანმრთელობაზე:

„კვლევით, რომელსაც შემოდგომაზე დავიწყებთ, დავადგენთ ბავშვების სისხლში რკინის შემცველობას და გარემოში არსებულ ფაქტორებს, რომელიც მავნე ზეგავლენას ახდენს მათ ჯანმრთელობაზე. ტყვია არის ელემენტი, რომელიც ძალიან მძიმე შედეგებს იძლევა, ის პირდაპირ აფერხებს ბავშვების ნეიროგანვითარებას“- განაცხადა ალიმანდომ.

შეგახსენებთ, ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტმა გასულ წელს გაავრცელა განცხადება, რომელიც იმპორტირებულ ქართულ პროდუქტში ტოქსიკური ლითონის მაღალი შემცველობას ეხებოდა. რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ნორმაზე მაღალი ტყვიის შემცველობა აღმოჩნდა ქართველი ემიგრანტების სისხლშიც.

რა გზით ხვდება ტყვიის ჭარბი რაოდენობა სისხლში ამას კვლევა დაადგენს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით საქართველოში ჰაერში ტყვიის შემცველობა ევროპულ დონეს ხუთჯერ ჩამოუვარდება და ამ მხრივ პრობლემა პრაქტიკულად არაა. ასევე გამორიცხავენ საწვავში ტყვიის არსებობასაც. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელმა ნოე მეგრელიშვილმა 17 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა პრობლემის სათავე სხვაგან უნდა მოიძებნოს:

„ტყვიის წყაროებს სწორად უნდა მივაგნოთ და პრობლემა ვეძებოთ იქ, სადაც ამის ყველაზე მაღალი ალბათობაა – სათამაშოებში, საღებავებში. იყო შემთხვევა, როდესაც ადამიანი დააპატიმრეს იმის გამო, რომ სუნელების რაოდენობას საღებავებით ზრდიდა.“ – განაცხადა ნოე მეგრელიშვილმა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018