ბათუმის დელფინარიუმში სელაპი დაიბადა

ბათუმის დელფინარიუმის ფეხფარფლიანთა განყოფილებაში, სამხრეთამერიკული ზღვის ლომების ოჯახში, პედროსა და მარის შვილი შეეძინათ. მამა პედრო 13 წლისაა, დედა კი 12 წლის.

ინფორმაციას ამის შესახებ დელფინარიუმი ავრცელებს

„ამ უნიკალურ კადრებზე, პატარა რამდენიმე წუთის დაბადებულია. ხედავთ როგორ ზრუნავს დედა ახალშობილზე. დედა და შვილი მათთვის სპეციალურად მომზადებულ სივრცეშია, სადაც ჩვენი მწვრთნელების და ვეტერინარის 24 საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ არიან.

ახალშობილი ბიჭი სრულიად ჯანმრთელია. დაიბადა მუქი ყავისფერი ბეწვით. წონა 5-7 კგ-ა. პატარა და დედა თავს შესანიშნავად გრძნობენ. ჩვილი სელაპი დედის რძით დაბადებიდან 6-8 თვის განმავლობაში იკვებება.“- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018