ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ბავშვი დაიბადა – ბათუმი-მოსკოვის რეისის მგზავრს ნაადრევი მშობიარობა დაეწყო

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ბავშვი დაიბადა. ბათუმისა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანიის „ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციით, Ural Airlines-ის მგზავრს, რომელიც ბათუმიდან მოსკოვის მიმართულებით მიფრინავდა ნაადრევი მშობიარობა გაფრენის დარბაზში, დაეწყო.

მშობიარობა აეროპორტის მორიგე ექიმმა ტერმინალის სამედიცინო პუნქტში მიიღო. მშობიარობის პროცესში ექიმს „ტავის“ პერსონალი ეხმარებოდა. ახალშობილი და დედა თავს კარგად გრძნობენ.

ავიანიუსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018