ბათუმში ლ.კ.-მ 4 პირი დაჭრა – სისხლიანი გარჩევა ანბანის კოშკთან

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1996 წელს დაბადებული ლ.კ. დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 27 ივლისს, ღამით, ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა 4 პირს: 2000 წელს დაბადებულ ვ.თ-ს, 2000 წელს დაბადებულ გ.ქ.-ს, 1998 წელს დაბადებულ ვ.მ.-ს და 1997 წელს დაბადებულ ი.ჭ.-ს.

დაჭრილები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

სამართალდამცველებმა ლ.კ. შემთხვევის ადგილზევე დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.

ბათუმელები

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018