ბასილაშვილმა ჰამბურგში მსოფლიოს მე-13 ჩოგანი დაამარცხა

ჰამბურგში მინდინარე გერმანიის ღია ჩემპიონატზე, საქართველოს პირველმა ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიო კვალიფიკაციის მე-13 ნომერი, ესპანელი პაბლო კარენო-ბუსტა დაამარცხა და ტურნირის ნახევარფინალში გავიდა. შეხვედრამ საათსა და 47 წუთს გასტანა. ინფორმაციას „აიპრესი“ ავრცელებს.

ბასილაშვილმა მეტოქე ორ სეტში – 7:6, 6:4 დაამარცხა და ჰამბურგის მასტერსის მოგების ერთ-ერთი რეალური კანდიდატი გახდა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018