ბელგიამ ინგლისს მოუგო და მე-3 ადგილი მოიპოვა

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა მსოფლიოს საფეხბურთო პირველობის მატჩი მე-3 ადგილისთვის ბელგიისა და ინგლისის ნაკრებებს შორის.

შეხვედრა, რომელიც სანქტ პეტერბურგში გაიმართა, ბელგიის უპირატესობით წარიმართა. ანგარიში მე-4 წუთზე თომას მენიემ გახსნა – 1:0. 82-ე წუთზე ედენ აზარმა მეორედ აიღო ინგლისელთა კარი და შეხვედრის საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 2:0.

ბელგიამ ისტორიაში პირველად მოახერხა მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-3 ადგილის მოპოვება. მანამდე მისი საუკეთესო შედეგი იყო მე-4 ადგილი მექსიკის 1986 წლის პირველობაზე.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018