ბენზემა რეალიდან წასვლას არ აპირებს

მადრიდის რეალის ფრანგმა ფორვარდმა კარიმ ბენზემამ განაცხადა რომ ის რეალის დატოვებას არ აპირებს. ბოლო პერიოდში ხშირად ვრცელდებოდა ჭორები იმის შესახებ რომ ბენზემა რეალიდან წავიდოდა და კარიერას იტალიაში გააგრძელებდა, როგორც ეს კრიშტიანო რონალდომ გააკეთა.
ბენზემას შეძენა ყველაზე მეტად ნაპოლის სურდა, მაგრამ კარიმმა თქვა რომ ის არსად წასვლას არ გეგმავს და რეალში ის ბედნიერია. ბენზემა რეალში 2009 წელს გადავიდა და მას შემდეგ მან სამეფო გუნდთან ერთად უამრავი ტიტული მოიგო და დღემდე რეალის ერთ-ერთ ლიდერად ითვლება.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018