ბიუჯეტმა 6 თვეში მოგების გადასახადით 397.406.2 ათასი ლარი მიიღო

საქართველოს 2018 წლის იანვარ-ივნისში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა შეადგინა სულ 5 646 659.2 ათასი ლარი; მათ შორის: სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები მიღებული იქნა 5 019 831.5 ათასი ლარის მოცულობით, არაფინანსური აქტივების კლებით მიღებულმა შემოსულობებმა შეადგინა 63 530.1 ათასი ლარი, ფინანსური აქტივების კლებით მიღებული იქნა 37 261.6 ათასი ლარი, ხოლო ვალდებულებების ზრდით 526 035.9 ათასი ლარი.

„საშემოსავლო გადასახადის“ ექვსი თვის საპროგნოზო მოცულობამ შეადგინა 1 384 000.0 ათასი ლარი, ფაქტიურად მიღებული იქნა 1 425 648.9 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მოცულობის 103%.

„მოგების გადასახადის“ სახით მიღებული შემოსავლების მოცულობამ (397 406.2 ათასი ლარი) შეადგინა ექვსი თვის საპროგნოზო მოცულობის (360 000.0 ათასი ლარი) 110.4%; გადასახადებმა ქონებაზე შეადგინა 11.1 ათასი ლარი. „გადასახადები საქონელსა და მომსახურებაზე“ ექვსი თვის საპროგნოზო მოცულობამ შეადგინა 2 711 000.0 ათასი ლარი, მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 2 806 220.1 ათასი ლარი, რაც გეგმის 103.5%–ია; მათ შორის:

„დამატებული ღირებულების გადასახადის“ ექვსი თვის საპროგნოზო მოცულობამ შეადგინა 2 036 000.0 ათასი ლარი, ფაქტიურად მიღებული იქნა 2 152 067.0 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მოცულობის 105.7%;

„აქციზის“ სახით მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინა 654 153.1 ათასი ლარი, რაც გეგმის (675 000.0 ათასი ლარი) 96.9%–ია.

მიწის გაყიდვიდან მიღებული შემოსულობის ექვსი თვის საპროგნოზო მოცულობამ შეადგინა 1 200.0 ათასი ლარი, ფაქტიურად მიღებული იქნა 3 805.1 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მოცულობის 317.1%.

ბიემჯი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018