ბიძინა ივანიშვილისთვის ხე 256-საბურავიანი მისაბმელით გადააქვთ

მრავალწლოვანი ევკალიპტის ხე, რომელიც შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის პარკში გადააქვთ, ამჯერად ბათუმში, მახინჯაურის დასახლებაში ამოთხარეს. ტვირთის წონა დაახლოებით 1100 ტონაა. ხე მახინჯაურიდან შეკვეთილში ზღვით უნდა გადაიტანონ.

კომპანიაში, რომელიც ევკალიპტის ხის გადატანაზე მუშაობს, გვითხრეს, რომ ხის ზღვამდე მისატანად, 2 კილომეტრამდე მანძილია დარჩენილი, ამ გზაზე კი ხის აღმართში ატანაც მოუწევთ. ევკალიპტის ზღვის ნაპირამდე მიტანას, დაახლოებით 10 დღე დასჭირდება.

ევკალიპტის ხე გადააქვთ სპეციალური მისაბმელით [ლაფეტით], რომელსაც 256 საბურავი აქვს.

დაახლოებით ერთი თვის წინ ციხისძირიდან შეკვეთილში მრავალწლოვანი ტიტას ხე გადაიტანეს, რომელიც 1000 ტონამდე იწონიდა.

აჭარიდან მრავალწლოვანი ხეების ამოთხრისა და შეკვეთილში მათი გადატანის დამკვეთი დღეს შპს „ურეკი რეზიდენსია“. ეს კომპანია ბიძინა ივანიშვილმა 2016 წლის ივლისში დააფუძნა. გასული წლის იანვარში კი, კომპანიის წილის 100% თავის შვილს, ბერა ივანიშვილს საკუთრებაში 4 მილიონ ლარად გადასცა. „ურეკი რეზიდენსის“ საკუთრებაშია დღეს ის ნაკვეთები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შეკვეთილში, სადაც მილიარდერი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი,პარტია  “ქართული ოცნების”  ლიდერი ე.წ. დენდროლოგიურ პარკს აშენებს.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018