ბიძინა ივანიშვილი – ”კვირიკაშვილი უნდა წასულიყო… ის გადაწყვეტილებებს ქუმსიშვილთან და ალავიძესთან ათანხმებდა… ორმა ბანკმა გადაჭამა ქვეყანა” – ვიდეო

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ მედიასთან დღეს პირველად ისაუბრებს.

ბიძინა ივანიშვილი გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ მიიღებს მონაწილეობას. ყოფილ პრემიერთან ინტერვიუ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 21:45 საათზე გავა.
პრომოში, რომელიც პირველმა არხმა გაავრცელა ივანიშვილი კვირიკაშვილთან ურთიერთობაზე საუბრობს.
“საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, “ქართული ოცნების” შემდგომ სიღარიბის ზღვარი გაუარესდა. ორმა ბანკმა გადაჭამა მთელი ქვეყანა. ირღვეოდა ბალანსი სახელმწიფოს ინტერესებსა და ბიზნესის ინტერესებს შორის. არღვევდა მას კვირიკაშვილი თავისი ინტერესებით. მას აღარ შეეძლო მართვა. ორ კაცთან ახერხებდა გადაწყვეტილებების შეთანხმებას ალავიძესთან და ქუმსიშვილთან. მას არ დარჩა არჩევანი. უნდა წასულიყო და წავიდა კიდეც”- აცხადებს კვირიკაშვილზე ყოფილი პრემიერი.

ნიუპოსტი

24 ივლისს, 21:45 საათზე – ბიძინა ივანიშვილი გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად"

24 ივლისს, 21:45 საათზე – „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად". გადაცემის სტუმარია – ბიძინა ივანიშვილი, პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე

Gepostet von პირველი არხი am Dienstag, 24. Juli 2018

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018