ბორჯომთან კია სატვირთოს შეეჯახა – 26 წლის ბიჭი დაიღუპა

ბორჯომ-ბაკურიანის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 26 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ის KIA-ს მარკის ავტომობილს მართავდა, მოძრაობის საპირისპირო ზოლში გადავიდა და სატვირთოს შეეჯახა.

გარდაცვლილს სამედიცინო ექსპერტიზა უტარდება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018